ფეხბურთი

2:20 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "ნაპოლის" ოსიმენის სანაცვლოდ ფულს და სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს სთავაზობს

„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტი პარიზშია, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ჯერ კიდევ არ აპირებს „ნაპოლის“ გამოსასყიდი თანხა, 130 მილიონი ევრო გადაუხადოს, ამიტომ, ტრანსფერზე მუშაობას სხვაგვარად აპირებს.

პარიზელები ფასის შესამცირებლად ნეაპოლელებს კარლოს სოლერს, ნორდი მუკიელეს ან კან-ინ ლის სთავაზობენ, რა თქმა უნდა, ფულთან ერთად. თუმცა, ანტონიო კონტესთვის ხსენებულთაგან საინტერესო ფეხბურთელი კან-ინ ლია.

პარალელურად, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოსიმენის შეძენა არაბულ „ალ-ჰილალს“ სურს, რომელსაც ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს, 70 მილიონ ევროდ ფრანგული „ლილიდან“ შეიძინა. მან იტალიურ გუნდში დღემდე ჩატარებულ 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115241