ფეხბურთი

19:50 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერდან შაჩირიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვეტერანმა შვეიცარიელმა ფეხბურთელმა შერდან შაჩირიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

შაჩირიმ შვეიცარიის ნაკრებში 2010 წლიდან ითამაშა და 125 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.

ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო სამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი.

შერდან შაჩირი „ჩიკაგო ფაირში“ თამაშობს, მანამდე „ბაზელის“, „ბაიერნის“, „ინტერის“, „სტოკის“, „ლივერპულის“ და „ლიონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109412