ფეხბურთი

14:56 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს.

14 ივლისს, ირის ანტმანის გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე, ქალაქ დრუსკინინკაიში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ლიეტუვისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის შანსს მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

NAKREBI.GE

0.120748