მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს წარდგენის ოფიციალური ცერემონია 16 ივლისს გაიმართება და როგორც ესპანური მედია წერს, ყველა ბილეთი გაყიდულია.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფრანგის პრეზენტაციას 80 000 გულშემატკივარი დაესწრება. ასევე იგეგმება პრესკონფერენცია.
მბაპე მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და „სამეფო კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.