ფეხბურთი

16:40 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" ყოფილი მწვრთნელი: "დავითაშვილი მწვრთნელებისთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია"

„ბორდოს“ ყოფილმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ის კარგად იცნობს ქართველს, რადგან ჟირონდელებში ქართველთან საკმაო ხანს მუშაობდა.

„ზურიკო ძალიან სასიამოვნო ბიჭია, რომელსაც ყოველთვის მოღიმარი სახე აქვს. ჭკვიანია და სწრაფად აზროვნებს. მაშინაც კი, როცა გუნდს უჭირს ან როცა თამაში კარგად არ გამოსდის, ახერხებს თავის გამოჩენას. ზურიკოს აქვს ხასიათი, ყოველთვის ბურთს ითხოვს და ეს მწვრთნელებისთვის ძალიან საინტერესოა. თავის მოვალეობებს ასრულებს. შეგვიძლია მივცეთ ბურთი და ის არ იმალება. დასაფასებელია, რომ მისნაირ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს თვისება აქვს. უყვარს დრიბლინგი, კარის წინ დახელოვნებული მოთამაშეა. ფიზიკურად არის ძლიერი ბიჭი, მაგრამ მას შეუძლია დიდი სისწრაფე განავითაროს. ახლა, თანმიმდევრობით უნდა მიაღწიოს ახალ დონეს. მას შეუძლია ზედიზედ ორი ან სამი კარგი მატჩი ჩაატაროს, მაგრამ შემდეგ ნაკლებად ჩანდეს, ნაკლებად იყოს გავლენიანი, გადამწყვეტი.

ჩემი აზრით, პროგრესი ყველაზე მეტად სწორედ სტაბილურობაში სჭირდება. დონე მოიმატებს, რადგან ლიგა 2-დან ლიგა 1-ში გადადის, ინტენსივობა გაიზრდება. ზურიკო საკმაოდ მრავალმხრივი ფეხბურთელია, ხშირად ვათამაშებდი მარჯვნივ, რადგან შეუძლია ფლანგიდან ცენტრში შემოწევა და ვხედავდით, რომ ამ პოზიციიდან ყველაზე მეტი გოლი გაჰქონდა და მეტ პასს აკეთებდა. მან ლიგა 2-ში თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ელიტაში ითამაშებს. მოუწევს დაამტკიცოს, რომ ამ დონეზე შეუძლია თავისი თვისებების დემონსტრირება. ზურიკო 23 წლისაა, ვფიქრობ, რომ 3-4 წელია აქვს საიმისოდ, რომ წინსვლა გააგრძელოს და კარგი ფეხბურთელი გახდეს“, - თქვა გიონმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენმა“ „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინა და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118487