„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ არ გამორიცხა გუნდიდან ვიქტორ ოსიმენის წასვლა. როგორც მან თქვა, სიტუაცია უცვლელია.
„შეიძლება დავკარგოთ ოსიმენი, ყველაზე ძლიერი, რომელმაც სკუდეტოს სეზონში განსხვავება შექმნა, მასთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა. მინდა, ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ იცოდნენ: ისინი სეზონის ბოლოს უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე სეზონის დასაწყისში“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა. ნიგერიელ ფეხბურთელს პსჟ-ს, პრემიერლიგის და არაბულ კლუბებს უკავშირებენ.