ფეხბურთი

12:39 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი კვარას კონტრაქტის დეტალებზე: "ივლისის ბოლოს შეხვედრაა დაგეგმილი"
როგორც ჩანს, კვარას "ნაპოლი" შეინარჩუნებს

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც ის იტყობინება, ივლისის ბოლოს მხარეები ისაუბრებენ და კლუბი დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს კონტრაქტის განახლებაზე.

„ივლისის ბოლოს მოსალოდნელია შეხვედრა „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების მიზნით. მზად არის კონტრაქტი 2029 წლამდე, 5.5 მილიონი ევროთი წელიწადში +1 მილიონი ბონუსები. 2030 წლამდე განახლების ვარიანტით. „ნაპოლი“ კვარას შეინარჩუნებს, რადგან მას ხელშეუხებლად მიიჩნევს. კლუბი დარწმუნებულია, რომ დაასრულებს ამ საკითხს. დე ლაურენტისი ასევე განიხილავს მამუკა ჯუღელთან ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის შეტანას“, - წერს სკირა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა, ხოლო 21-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118587