„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჰკითხეს, ხვიჩა კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნებაზე.
როგორც მან თქვა, ეს არა მისი, არამედ კლუბის დამსახურებაა:
„დი ლორენცოს და კვარას შენარჩუნება? პრეზიდენტი ამას დამპირდა და ასეც მოხდა. ეს კლუბის დამსახურებაა, რომელიც სწორად მოიქცა, რადგან ვსაუბრობთ ორ ძალიან კარგ ბიჭზე. კვარას და დი ლორენცოს ვეტო მათი დამსახურებაა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, "ვერონას" სტუმრად დაუპირისპირდება.