„ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს, მაგრამ ახალწვეულების გარდა, კლუბის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმების მიღწევაა.
Tuttosport-ი აურელიო დე ლაურენტისის გეგმაზე წერს ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე:
„დე ლაურენტისის გეგმებში შედის კასტელ დი სანგროში შეხვედრა ჯუღელთან და კვარაცხელიასთან მამასთან, შესაძლოა, ეს იყოს შეხვედრა კონტრაქტის გაფორმებისთვის“, - წერს გამოცემა, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 2029 წლამდე განახლების დიდი შანსია, რადგან დე ლაურენტისმა პსჟ-ს შეთავაზება უარყო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას 2029 წლამდე კონტრაქტს და ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს. ქართველ ფეხბურთელს იტალიურ კლუბში 88 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი, 21-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.