ფეხბურთი

10:08 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელე აურიემა: "კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში“ ითამაშებს.

„კვარაცხელია პსჟ-ში? არ მგონია. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ფრანგულმა კლუბმა 200 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს ქართველის და ოსიმენის შესაძენად.

წარმოუდგენელი შემთხვევის გარდა, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონშიც დარჩება „ნაპოლიში“. რაც შეეხება ოსიმენს, მის შემცვლელად უკვე შერჩეულია ლუკაკუ, სხვა ცენტრფორვარდს ბაზარზე „ნაპოლისთვის“ ვერ ვხედავ“, - თქვა აურიემამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შეკრებაზე 25 ივლისს უნდა შეუერთდეს და ახალი სეზონისთვის მზადებას ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115083