ფეხბურთი

18:30 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: "საინტერესოა კვარაცხელია მოერგება კონტეს თუ პირიქით"

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „აძური“ ვალდებულია ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

გარდა ამისა, ვენტურას აინტერესებს, ხვიჩა კვარაცხელია მოერგება ანტონიო კონტეს, თუ პირიქით.

“ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში ნაჩვენებმა შედეგმა გავლენა არ უნდა მოახდინოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაპოლიმ“ სკუდეტო ცოტა ხნის წინ მოიგო და ფეხბურთელთა უმეტესობა ისევ გუნდშია. დე ლაურენტისმა გამარჯვებული მწვრთნელი მიიყვანა გუნდში, როგორიც ანტონიო კონტეა. მიმაჩნია, რომ „ნაპოლი“ ვალდებულია სკუდეტოსთვის იბრძოლოს, ამისთვის ყველაფერი აქვს.

მაინტერესებს: კონტე მოერგება კვარაცხელიას თუ ქართველი მოერგება კონტეს. ეს თამაშის სისტემაზე იქნება დამოკიდებული. სამი თავდამსხმელით თამაშის დროს კვარას თავის პოზიციაზე თამაშის საშუალება ექნება, მაგრამ თუ მწვრთნელი ორი თავდამსხმელით ტაქტიკას აირჩევს, ფეხბურთელი მეორე თავდამსხმელი იქნება და მოუწევს მწვრთნელის სისტემასთან ადაპტირება“, - თქვა ვენტურამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118881