ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა ინგლისთან მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი ფელიქს ცვაიერი გააკრიტია. როგორც მან თქვა, პენალტმა ყველაფერი შეცვალა.
„ნახეთ რა გააკეთა მსაჯმა ფინალური სასტვენის შემდეგ? საფინალო სასტვენისთანავე ის მოედნიდან გაუჩინარდა და გასახდელში გაიქცა. ეს გვაძლევს სურათს იმის შესახებ, რაც დღეს მოხდა. სიტყვებს ვერ ვპოულობ მსაჯის თამაშზე კომენტარის გასაკეთებლად. ვერც კი აღვწერ ტკივილს გოლის შემდეგ, ხელცარიელი დავრჩით და ძალიან მტკივა. ჩვენ ყველაფერი გავეცით, მაგრამ 1:0-ზე პენალტმა ყველაფერი ძალიან შეიცვალა“, - თქვა ვან დეიკმა.
გერმანელი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი პიერ ვან ჰოიდონკიც:
"საშინელებაა, მას არ შეეძლო ასეთი სიტუაციისთვის პენალტის დანიშვნა ინგლისს შეუძლია ფელიქს ზვაიერს მადლობა გადაუხადოს. თუმცა, ის შავ სიაში უნდა მოხვდეს“, - აღნიშნა ვან ჰოიდონკმა.
მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გარი ნევილიც. ინგლისელმა აღნიშნა, რომ მსაჯმა სამარცხვინო პენალტი დანიშნა.
„როგორც ყოფილი მცველს და ინგლისელებს, სამარცხვინოდ მიმაჩნია პენალტის დანიშვნა. ასეთ რამეზე დასტვენა არ შეიძლება, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. დუმფრისი მხოლოდ კეინის დარტყმის დაბლოკვას ცდილობდა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაენიშნა პენალტი. გაითვალისწინეთ, რომ არც ისე ბევრმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მოითხოვა პენალტის დანიშვნა“, - თქვა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა, ჰარი კეინმა კი, პენალტით ანგარიში მე-17 წუთზე გაათანაბრა.