ფეხბურთი

11:09 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესმა 2024-ის კოპა ამერიკაზე საგოლე გადაცემების რეკორდი დაამყარა

დღეს, 11 ივლისს, კოლუმბიის ნაკრებმა ურუგვაი 2024 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ მატჩში დაამარცხა (1:0) და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც 15 ივლისს არგენტინის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და კოპა ამერიკის რეკორდი დაამყარა ტურნირზე საგოლე პასების რაოდენობით - 6.

32 წლის ფეხბურთელი ბრაზილიურ „სან პაულუში“ 2023 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111624