ფეხბურთი

0:41 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. ეს ინფორმაცია L’Equipe-ს ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დაუდასტურდა.

როგორც მან თქვა, დეშამს კონტრაქტი აქვს, თავიდანვე დასახულ პროგრამა მინიმუმს მიაღწია და გათავისუფლების მიზეზს ვერ ხედავს. დიალომ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხალში ერთად გაანალიზებენ, რატომ ვერ შეძლო საფრანგეთმა უკეთესი შედეგის ჩვენება.

ამრიგად, დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს კონტრაქტის ამოწურვამდე, 2026 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს და „მამლებს“ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2016 წელს ევროპის და 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

0.07397