ფეხბურთი

11:48 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: „აშკარად მომწონს ნიკო უილიამსი და კლუბს ფული აქვს მის შესაძენად“

„ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ბილბაოს „ატლეტიკის" გარემარბის, ნიკო უილიამსის კატალონიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„აშკარაა, რომ ის ძალიან მომწონს. მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ პასუხისმგებელ პირებს მუშაობის საშუალება. დეკუმ (სპორტული დირექტორი) უკვე განიხილა ფლიკთან (მთავარი მწვრთნელი) ესპანელის ტრასფერის წვრილმანები, ვიმედოვნებ კარგი ამბები გვექნება.

არის ფული უილიამსისთვის? დღეს კი. ეს არის იმ შრომის შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში გავწიეთ ამ პუნქტამდე მისასვლელად. ახლა ჩვენ შეგვიძლია ამ დონის ფეხბურთელის შეძენა“, - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მზადაა „ატლეტიკს“ უილიამსისთვის სრული თანხა და კიდევ უფრო მეტიც გადაუხადოს.

0.113132