„არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა იან რაიტმა ევრო 2024-ზე პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს გამოსვლაზე გამოთქვა აზრი.
„პორტუგალია ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს ტურნირიდან გავარდნით, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, თუ რამდენად კარგი გუნდი ჰყავთ - დაცვიდან შეტევამდე.
თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც ვნახე, რონალდუ ჩვეულ დონეზე აღარ არის. როგორ ფორმაშიც, როგორი მიზანდასახულიც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ ის უბრალოდ ვერ ახერხებს ბურთის კარში გაგზავნას, თავით ძველებურად თამაშს, ვერ ჯობნის მოწინააღმდეგე მცველებს,“ - ციტირებს რაიტის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც არც ერთი გოლი არ გაუტანია, მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.