ფეხბურთი

1:37 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია მიქაუტაძეზე: "მონაკო" და "რომა" გამოკვეთილი ფავორიტები არიან

ფრანგული გამოცემა Le10sport-ი იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „მონაკო“ და „რომა“ ლიდერობენ.

წყაროს თანახმად, „ვესტ ჰემმა“ და „ლანსმა“ გააკეთეს შეთავაზება, მათ შორის, ლონდონელებმა ყველაზე დიდი, მაგრამ ინგლისური კლუბი მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს, მიქაუტაძეს კი, ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ევროთასებზე გამოვა.

ამიტომაც, როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, „ვესტ ჰემი“ ბრძოლას გამოეთიშა. „მონაკო“ და „რომა“ ფავორიტები არიან 23 წლის ქართველის ხელში ჩასაგდებად. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ „მეცმა“ შეიძლება ის 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. ის ევრო 2024-ზე დღემდე ინარჩუნებს ბომბარდირებში პირველ ადგილს.

0.118552