Sky Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს - მიმდინარე ზაფხულს ქართველ ფეხბურთელს იტალიური კლუბი არ გაყიდის.
როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, „ნაპოლის“ მკაფიო იდეები აქვს, კვარას კი - ორი არჩევანი. ქართველმა ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს უკეთესი პირობებით, ან მოქმედი კონტრაქტით მოუწევს „აძურიში“ დარჩენა.
იტალიური პრესა წერდა, რომ „ნაპოლი“ კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე განახლებას სთავაზობს, ხელფასის მატებით, რომელიც 5.5 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს. ჯერჯერობით, მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი ამჟამად სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა.