ფეხბურთი

15:44 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დორივალი ბრაზილიის ნაკრებთან მუშაობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გააგრძელებს

დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებთან მუშაობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გააგრძელებს. 7 ივლისს ნაკრები ამერიკის თასის მეოთხედფინალში ურუგვაისთან (0:0, პენალტები - 2:4) დამარცხდა და ტურნირზე მონაწილეობა დაასრულა.

„დორივალს ესმის, რა მოხდა. ყოველ ჯერზე, როცა პროექტში ცვლილებების შეტანისას, ახალ საქმეს იწყებ, ეს ყოველთვის უფრო რთულია. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო დასაწყისი, რომელმაც მას საშუალება მისცა გამოეხატა თავისი იდეები და მომავალში ის იპოვის სწორ გადაწყვეტილებებს“, - განუცხადა ESPN-ს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ედნალდო როდრიგესმა.

როდრიგესმა ასევე თქვა, რომ გუნდის შემდეგი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეკვადორისა და პარაგვაის ნაკრებებთან მატჩებში წარმატებით გამოსვლაა.

ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრები 10 იანვარს ჩაიბარა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილია ექვსი ტურის შემდეგ შვიდი ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11506