ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა 2024 წლის კოპა ამერიკის მეოთხედფინალთან დაკავშირებით ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, მისი გუნდი პენალტების სერიაში ურუგვაისთან დამარცხდა (0:0, 2:4 პენალტები) და ტურნირს გამოეთიშა.
„ორლანდოში პირველი დღიდან ვვარჯიშობდით პენალტებზე, ვიცოდით, რომ სავარაუდოდ მოგვიწევდა შესრულება. სამწუხაროდ, როდრიგოს (გოესს) მოედნის დატოვება მოუხდა მატჩის მიწურულს.
თუმცა ის ერთ-ერთია პენალტების შემსრულებელთაგან. სათადარიგოთა რიგებიდან შემოსულებმაც კარგად ითამაშეს და გვეხმარებოდნენ. ვიღაცას უნდა დაეშვა შეცდომა. სამწუხაროდ, ედერ მილიტაომ და დუგლას ლუიშმა ვერ გაიტანეს, შედეგად დავმარცხდით“, - ციტირებს დორივალის სიტყვებს Globo Esporte.
2024 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალში ურუგვაი კოლუმბიას დაუპირისპირდება. მატჩი 11 ივლისს გაიმართება.