ფეხბურთი

21:15 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა

თბილისის „იბერიას“ მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა, რომელმაც გიორგი მიქაძე შეცვალა.

„იბერიამ“ სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო, ეროვნულ ლიგას ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან 7 წააგო, რაც მწვრთნელის შეცვლის მიზეზი გახდა.

კორღალიძე „იბერიას“ ორ სხვადასხვა პერიოდში უკვე ავარჯიშებდა და 2021 წელს საქართველოს თასიც მოაგებინა.

თბილისური გუნდი ეროვნულ ლიგაში 32 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117685