„ურავა რედ დაიმონდსი“ საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის „აპოელის“ მცველის, ლაშა დვალით დაინტერესდა.
როგორც ცნობილი გახდა, იაპონელებმა ქართველი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე შეამჩნიეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. დვალს „აპოელთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, აზიელებს კვიპროსელებთან მორგებაც მოუწევთ.
29 წლის ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, „აპოელის“ რიგებში კი, გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონი გახდა.