ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო პოლიკანომ განაცხადა, რომ ფედერიკო კიეზა „რომას“ უფრო სჭირდება, ვიდრე „ნაპოლის“.
„იუვენტუსმა“ კიეზა ტრანსფერზე დააყენა და ყველაზე მეტად სწორედ ზემოხსენებულ გუნდებს უკავშირებენ. როგორც პოლიკანო ფიქრობს, „ნაპოლის“ კიეზას პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია უკვე ჰყავს, შესაბამისად, „რომასთვის“ მისი შეძენა უფრო სასარგებლო იქნება.
„ვფიქრობ, კიეზა „რომას“ უფრო სჭირდება. „ნაპოლის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, კიეზა უფრო „ჯალოროსის“ გააძლიერებდა. მას შეუძლია შეცვალოს ბალანსი თუ მარცხენა ფლანგზე გამოიყენებ. „ნაპოლის“ ამ პოზიციაზე კვარა ჰყავს. კიეზა შესანიშნავი თვისებების მქონე მოთამაშეა, მაგრამ მას სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც მისი მაქსიმალურად გამოყენება შეუძლია“, - თვა პოლიკანომ.