ფეხბურთი

21:06 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 26 წლის მეკარე დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ „მონცადან“ იტალიელი მეკარე, მიკელე დი გრეგორიო დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის კიპერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „მონცამ“ ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო.

მიკელე დი გრეგორიომ „მონცაში“ 144 მატჩი ჩაატარა, გასულ სეზონში კი, სერია A-ში საუკეთესოდ დასახელდა.

0.114647