უეფამ ჯუდ ბელინგემი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა ინგლისელ ვარსკვლავს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლება მაინც აქვს.
სლოვაკეთთან გოლი ბელინგემმა ინტიმურ ადგილბზე ჟესტებით აღნიშნა, რის გამოც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და გარდა ამისა, 300 000 ევროს ფინანსური ჯარიმაც დააკისრეს.
თუმცა, დისკვალიფიკაცია არ არის მყისიერი, ის ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და ამ პერიოდში უნდა მოიხადოს ეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია. ამიტომაც, შვეიცარიის წინააღმდეგ ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ჯუდი მოედანზე იქნება.
გარდა ამისა, უეფამ თურქეთის ნაკრების მცველი მერიჰ დემირალი დასაჯა, რომელიც ასევე გოლის აღნიშვნის შემდეგ ჟესტიკულაციისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.