არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალისტია. ლიონელ სკალონის გუნდმა მეოთხედფინალში ეკვადორი დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
„ალბისელესტე“ 35-ე წუთზე ლისანდრო მარტინესმა მარტინესმა დააწინაურა. 62-ე წუთზე ენერ ვალენსიას გათანარების შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი პენალტი ძელს მოხვდა. ეკვადორმა მაინც გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში როდრიგესმა აღადგინა წონასწორობა - 1:1.
ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც პირველივე პენალტი ლიონელ მესიმ ვერ გაიტანა, მაგრამ ემილიანო მარტინესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პენალტებში უბადლოა. მან ეკვადორელთა საწყისი ორი დარტყმა მოიგერია და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, არგენტინამ პენალტებში 4:2 მოიგო.
არგენტინა ნახევარფინალში ვენესუელასა და კანადას შორის უმჯობესს შეხვდება.