იტალიის ნაკრების შესახებ ვეტერანმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ისაუბრა. გამოცდილმა სპეციალისტმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრების სისუსტეებზე ილაპარაკა და მაგალითად საქართველოც ახსენა.
„როგორც სპალეტიმ თქვა, გაახალგაზრდავება აუცილებელია, მაგრამ ასაკობრივად არც ისე, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის ნაკრების შემადგენლობა ისედაც ახალგაზრდაა. ჩვენ უნდა ვიყოთ ახალგაზრდები გონებრივად, გუნდური სულისკვეთებით. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. როგორ შეიძლება მწვრთნელად სპალეტი იყო, დელეგაციის ხელმძღვანელად ბუფონი და გუნდი არ რეაგირებდეს? რა მოხდა ბერლინში?
ფეხბურთელები გაქვავებულები იყვნენ. როგორ უნდა შეაფასო ასეთი თამაში? ნახეთ საქართველო? დანიამაც გერმანიასთან არაფერი დათმო. ჩვენნაირად არ უთამაშიათ. ლუჩანომ ფეხბურთელები გონებრივად უნდა გაახალგაზრდაოს“, - აღნიშნა პრანდელიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2024-ს მერვედფინალში შვეიცარიასთან მარცხით დაემშვიდობა. „სკუადრა აძურას“ შედეგის გარდა, თამაშის ხარისხიც საშინელი ჰქონდა.