რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედუარდ იორდენესკუმ ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ისაუბრა.
„უნდა იყოთ მზად იმისათვის, რომ დადოთ ყველაფერი, თუ გსურთ გადაწეროთ ისტორია. ყველა მატჩი რთულია და განსაკუთრებით მეოთხედფინალში გასვლისთვის. ნიდერლანდელები ფავორიტი იქნება. ამ გუნდს წარმოუდგენელი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები“, - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იორდენესკუს სიტყვებს.