ფეხბურთი

20:18 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია-დანიის მატჩის დროს სტადიონის სახურავზე ამძვრალი გულშემატკივარი დააკავეს

ევრო 2024-ზე გერმანიასა და დანიას შორის მიმდინარე მატჩის დროს, სტადიონის სახურავზე ამძვრალი გულშემატკივარი დორტმუნდის პოლიციამ დააკავა.

როგორც 21 წლის გულშემატკივარი აცხადებს, ის „სიგნალ იდუნა პარკის“ სახურავზე კარგი ფოტოების გადასაღებად აძვრა, თუმცა დორტმუნდის პოლიციის ვერტმფრენმა მალევე დააფიქსირა. მატჩი უამინდობის და ჭექა-ქუხილის გამო რამდენიმე წუთით იყო შეწყვეტილი. ამ ფაქტის ამსახველი უამრავი ლამაზი ფოტო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და ივარაუდება, რომ გულშემატკივარსაც სწორედ ასეთი ფოტოს გადაღება სურდა, თუმცა მან ამ ქმედებით უსაფრთხოების ზომები დაარღვია და ამის გამო დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალურ მატჩში გერმანიის ნაკრებმა დანია 2:0 დაამარცხა და ¼ ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც საქართველოსა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117456