ფეხბურთი

17:41 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძინა

ბრაზილიის ნაკრებისა და ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი დუგლას ლუისი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ტრანსფერის ღირებულებამ 50 მილიონი ევრო შეადგინა, მაგრამ ნაკლები თანხის გადასახდელად, „იუვემ“ „ასტონ ვილას“ ორი ახალგაზრდა ნახევარმცველი, ინგლისელი სამუელ ილინგ-ჯუნიორი და არგენტინელი ენცო ბარენეჩეა დაუთმო.

დუგლას ლუისი „ვასკო და გამაში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჟირონაში“ ირიცხებოდა, თავი კი, „ასტონ ვილაში“ გამოიჩინა, რომლის რიგებში 2019 წლიდან 2024 მატჩში 22 გოლი გაიტანა, 24-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა.

0.119527