ფეხბურთი

17:27 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვი: “ნაკრების წარმატების გამო ძალიან ბედნიერი ვარ“

დონეცკის „შახტარის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა კლუბთან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი ქვეყანა ელოდებოდა იმას, რომ პირველად გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ვხედავთ, რომ მოთამაშეები მთელი გულითა და სულით თამაშობენ და მათ 1/8 ფინალში გასვლა დაიმსახურეს. სამივე შეხვედრა ძალიან თავდაჯერებულად ითამაშეს და ბევრი ადამიანის გული მოიგეს. სხვა ქვეყნის ქომაგებიც მათ გულშემატკივრობენ და მათზე საუბრობენ, ასე რომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ და ესპანეთთან მატჩში წარმატებებს ვუსურვებ.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალა და მონდომება კარგად ვიცი და მათთან კონტაქტი მუდმივად მაქვს, ასე რომ მათ თამაშში ჩემთვის გასაოცარი არაფერი ყოფილა. გიორგი გოჩოლეიშვილს გუშინ ვესაუბრე. ყველა კარგ ხასიათზეა და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ დღეებში გასაოცარი ისტორია იწერება.

რაც შეეხება ჩემს თავს, მცირე ტრავმა მაწუხებდა, თუმცა ამჯერად თავს კარგად ვგრძნობ. გვახსოვს გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მოპოვებული გამარჯვება. გვინდა წელს ჯგუფიდან გასვლაც მოვახერხოთ“

ამჟამად, დონეცკის „შახტარი“ შეკრებაზე სლოვენიაში იმყოფება, სადაც პირველ ამხანაგურ მატჩში გიორგი გულიაშვილის „სარაევოც“ დაამარცხა. ირაკლი აზაროვი საქართველოს ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა, მისი თანაგუნდელი, გიორგი გოჩოლეიშვილი კი დღეს, 23:00 საათზე, კიოლნში ესპანეთთან გასამართ მატჩში ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115346