ფეხბურთი

15:54 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი იტალიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გუნდთან მუშაობას გააგრძელებს.

„ჩვენ სრულად ვენდობით სპალეტის, მასთან ერთად აუცილებლად წავალთ წინ. არ გვქონდა უფლება, ტურნირის მოგებაზე გვეფიქრა, რადგან შემადგენლობაში გვყავდა ბიჭები, რომლებსაც ნაკრებში არასდროს უთამაშიათ.

ჩვენ მოვიგეთ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი, მაგრამ ამ ფეხბურთელებოდან არცერთს არ უთამაშია ამ დრომდე ქვეყნის ძირითად გუნდში“, - ციტირებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გრავინას სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ სპალეტი იტალიის ეროვნულ გუნდს 2023 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით იტალიელები ევრო 2024-ზე გავიდნენ. B ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს, მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:2) და ტურნირი დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111469