სხვა

8:12 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძემ ენტონი სმიტი უშანსოდ დაამარცხა და ორი დივიზიონის რეიტინგშია! (+VIDEO)

რომან დოლიძე UFC-ს გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა სპორტსმენმა ენტონი სმიტი მსაჯების გადაწყვეტილებით, სამ რაუნდიან დაპირისპირებაში უშანსოდ დაამარცხა.

უშუალოდ დღევანდელი დაპირისპირება რომანის სრული უპირატეაობით წარიმართა და 15-წუთიან ორთაბრძოლაში მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამერიკელმა MMA-ში მე-16 ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც მე-7 მარცხი მიითვალა.

ბათუმელი მებრძოლი პირველი ქართველია, რომელიც ერთდროულად ორი დივიზიონის რეიტინგში იქნება. მას ქვემძიმე წონაში გამოსვლა სულაც არ გასჭირვებია და არ არის გამორიცხული, რომ ამ წონაში მისმა ასპარეზობამ პერმანენტული სახე მიიღოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენებურს მეტოქის დაფინიშებაც შეეძლო, თუმცა მაინც ადვილი გამარჯვება მოიპივა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომანმა UFC 303-ზე ენტონი სმიტთან ბრძოლაზე თანხმობა ერთი კვირით ადრე მიიღო. ეს დოლიძის მხრიდან დიდ რისკზე წასვლას უსვამს ხაზს, რაც ორგანიზაციის მხრიდან უნდა დაუფასდეს და ეს დაფასება შემდეგი ბრძოლის რეიტინგის თვალსაზრისით უკეთეს მეტოქესთან ჩანიშვნაში გამოიხატება.
35 წლის ქართველმა მებრძოლისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქარდზე გამარჯვება მშვენიერი შესაძლებლობაა ხმამაღალი განცხადება გააკეთოს და კვლავ მიუახლოვდეს ტიტულზე პრეტენდენტთა რიგებს.

აქვე გეტყვით, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ დოლიძემ ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია, რომელიც საშუალო წონაში გამოდის. რომანის ანგარიშზე ამ გამარჯვების შემდეგ 16 ორთაბრძოლიდან 13 მოგებაა. უშუალოდ UFC-ში მე-10 საიუბილეო ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 7 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130444