მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დე ძერბის ხელფასი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.
რობერტო დე ძერბი ბოლოს „ბრაიტონში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „პალერმოს“, „სასუოლოს“ და „შახტარის“ თავკაციც იყო.