ფეხბურთი

16:32 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე GOAL-მა ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა, Goal-მა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძემაც დაიკავა ადგილი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 3 გოლით ევრო 2024-ის ბომბარდირთა დავას სწორედ „მეცის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს, რამაც განაპირობა ის, რომ პოპულარულმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა იგი ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეიყვანა.

გიორგი მიქაუტაძესთან ერთად GOAL-ის სიმბოლურში ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია), დანი კარვახალი (ესპანეთი), მარკ გეჰი (ინგლისი), რიკარდო კალაფიორი (იტალია), მაქსიმილიან მიტელშტადტი (გერმანია), ფაბიან რუისი (ესპანეთი), მარსელ ზაბიცერი (ავსტრია), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ლამინ იამალი (ესპანეთი) და ნიკო უილიამსი (ესპანეთი) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც 30 ივნისს, კიოლნში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.112497