ფეხბურთი

6:28 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "მგონია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია და გუნდში ყველა ფეხბურთელი ასრულებს დავალებებს.

“ისტორია, რაც დავწერეთ, გრძელდება და დასასრული არ უჩანს, ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს, უბედნიერესები ვართ. წარმომიდგენია, საქართველოში როგორი სიხარულია და ვამაყობთ, რომ ეს ყველაფერი შევძელით. პირველ-ორ მატჩში სამწუხაროდ ვერ ვითამაშე, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი დისკომფორტი არ მაწუხებს, მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში მოვახერხე მონაწილეობის მიღება.

რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნება იყო. იყო შანსი მესამე მატჩიც გამომეტოვებინა, ამას ვდარდობდი, მაგრამ იმხელა სიამოვნებას მანიჭებდა ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა, რომ თავს მაინც ამაყად ვგრძნობდი, თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია, როცა შენც თამაშობ. ყველამ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს მეთამაშა, მადლობა სამედიცინო სტაფს.

ისეთი გუნდი გუნდი ჩამოყალიბდა, რომ ვინ თამაშობს, თუნდაც სხვა პოზიციაზე, ფაქტობრივად უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ფეხბურთელი, ვინც ითამაშა, ყველამ ძალიან მაგრად შეასრულა თავისი დავალება და ეს ქმნის ამ გუნდის ძალას. მგონი, ეს დასაწყისია, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება”, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება, მატჩი კიოლნში გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113068