ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი დანიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ თამაშში სერბებმა კარში მხოლოდ ექვსჯერ დაარტყეს.
Opta Sports-ის ცნობით, ეს მაჩვენებელი გუნდის ეროვნული ანტირეკორდია დიდ ტურნირებზე იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სერბებს მუნდიალზე და ევროზე ბოლო რვა მატჩში არც ერთი გამარჯვება არ აქვთ.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის შემდეგ სერბეთის ნაკრებმა ორი ქულა დააგროვა, C ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა და ტურნირს დაემშვიდობა.