ფეხბურთი

23:37 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში საქართველოსთვის ბოლო არ იყოს“

პორტუგალიასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-სთან გააკეთა კომენტარი:

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თამაში საქართველოსთვის ბოლო არ იყოს ევროპის ჩემპიონატზე. ვეცდებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი დავამარცხოთ. ერთადერთი შანსი, რაც გვაქვს, ეს მოგებაა და მთელ გუნდს ეს გააზრებული გვაქვს. პორტუგალიასთან შეხვედრაში ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და გავაკეთოთ ის, რაც ჯერ ამ ევროპის ჩემპიონატზე არ გაგვიკეთებია. გვჯერა ჩვენი თავის, ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერის, და იმედი გვაქვს, გახარებულები დავამთავრებთ ამ მატჩს“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117576