წყალტუბოს „სამგურალი“ 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელით, რაიან ლუკათი გაძლიერდა. ბრაზილიელ ახალწვეულსა და „სამგურალს” შორის კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა.
რაიან ლუკა ბოლოს „ფორტალეზას“ ღირსებას იცავდა, იქამდე კი „ფლამენგოს“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა და რამდენიმე შეხვედრა ძირითად გუნდშიც ჩაატარა. „ფლამენგოში“ მისი დებიუტი 2021 წლის 13 ივნისს შედგა, როდესაც ის მოედანზე ცვლილებაზე შევიდა და მისმა გუნდმა „ამერიკა მინეირო“ 2:0 დაამარცხა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი „ფლამენგოსთან“ ერთად 20-წლამდე გუნდებს შორის ბრაზილიის თასის ვერცხლის პრიზიორი (2022) და კარიოკას (U20) ვიცე ჩემპიონი გახდა.
ეროვნულ ლიგაში ამჟამად საზაფხულო შესვენებაა გამოცხადებული, წყალტუბოს „სამგურალს“ კი 18 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.