მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა ცენტრალური მცველისა და კლუბის კაპიტანის ნაჩო ფერნანდესის წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„მადრიდის „რეალს" სურს მადლიერება და სიყვარული გამოხატოს ჩვენი კლუბის ერთ-ერთი დიდი ლეგენდის, ნაჩოს მიმართ. მადრიდის „რეალის“ ყველა გულშემატკივარი დიდ სიამაყეს გრძნობს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ფეხბურთელის გამო.
„რეალი" მას და მის მთელ ოჯახს წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე", - ნათქვამია კლუბის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნაჩო „ლოს ბლანკოსის“ აღზრდილია. ის მადრიდული კლუბის მთავარ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 364 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 16 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა