ფეხბურთი

11:48 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ ფრით გასვლის შანსი დაგვიტოვა

ესპანეთმა ჯგუფი 3 მოგებით და გოლგაუშვებლად მოიგო, რაც ევროპის ჩემპიონატებზე სულ მეორედ მოხდა. პირველად ეს იტალიამ შეძლო წინა ჩემპიონატზე და მერე, მოგეხსენებათ, ჩემპიონიც გახდა.

ისტორიაში პირველად გუნდმა ერთ ჩემპიონატზე ორჯერ გამარჯვება ხელიდან წამატებულ წუთებზე გაუშვა: ხორვატიას ჯერ ალბანეთმა გაუთანაბრა 90+5 წუთზე, მერე კი იტალიამ 90+8 წუთზე.

ხორვატიისთვის ლუკა მოდრიჩის ვერგატანილი პენალტი ამ ევროზე უკვე მეორე იყო - ესპანეთთან ბრუნო პეტკოვიჩმაც ვერ შეაგდო. ერთ ჩემპიონატში ერთბაშად 2 პენალტი აქამდე სულ ორ გუნდს ჰქონდა გაცუდებული: 2000-ში ჰოლანდიას (ორივე ნახევარფინალში იტალიასთან) და წინა ევროზე ესპანეთს (პოლონეთთან და სლოვაკეთთან).

მატია ძაკანის ეს 90+8 წუთზე გოლი (პირველი მის სანაკრებო კარიერაში) არის ყველაზე გვიანი, რაც იტალიას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ძირითად დროში გაუტანია.

და რაც მთავარია, ამ გოლის წყალობით საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ შემორჩა

https://www.facebook.com/photo/?fbid=122111582216352029&set=a.122102285150352029

0.118028