ფეხბურთი

22:29 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: “ჰიმნის დროს ყველანაირი შინაგანი ემოცია გაწვება“

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ნაკრებმა დახურული ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ზურიკო დავითაშვილმა ეროვნულ ნაკრებთან კომენტარი გააკეთა:

“სავსე ტრიბუნების წინაშე გვითამაშია, ჩვენს ქვეყანაში ამაზე მეტი ხალხიც ყოფილა სტადიონზე, ამაზე დიდი აჟიოტაჟიც ყოფილა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა გარემოა. ჰიმნის დროს ყველანაირი შინაგანი ემოცია გაწვება და ეს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრძნობაა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

0.116618