ფეხბურთი

22:10 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: “პორტუგალია ფავორიტია, თუმცა ჩვენ ჩვენი ამბიციები გვაქვს“

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ნაკრებმა დახურული ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ბუდუ ზივზივაძემ ეროვნულ ნაკრებთან კომენტარი გააკეთა:

“მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს. პირველ ორ მატჩში მოედანზე საოცარი ატმოსფერო იყო. ასევე მინდა მათ ჩეხეთთან მოპოვებული ისტორიული ქულა მივულოცო. წინ კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ და პლეი-ოფში ვითამაშებთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მიღწევა იქნება. ფეხბურთელები ამისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. ვიცით, რომ პორტუგალია უმაღლესი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენ ჩვენი ამბიციები გვაქვს და ვეცდებით ამ თამაშში წარმატებას მივაღწიოთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111936