ფეხბურთი

21:51 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: “ვეცდებით, რომ გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ნაკრებმა დახურული ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც გიორგი მამარდაშვილმა ეროვნულ ნაკრებთან კომენტარი გააკეთა:

“როცა ჩვენი ქვეყნის და დროშის ქვეშ ვთამაშობთ, ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, თუმცა როდესაც ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას, ეს ორმაგი მოტივაციაა. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს მხარდასაჭერად გერმანიაში ჩამოვიდა და ჩეხეთთან მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115529