ფეხბურთი

16:39 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს შვეიცარიელი მსაჯი მოემსახურება

დღეს უეფამ ევრო 2024-ის დარჩენილი მატჩების მსაჯთა ბრიგადის სიები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მესამე მატჩს, პორტუგალიის წინააღმდეგ შვეიცარიელი მთავარი არბიტრი განსჯის.

შეხვედრის მთავარი მსაჯი სანდრო შერერი იქნება, რომელმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე უკვე იმსაჯა სლოვენიისა და დანიის მატჩი. მას ასისტენტობას მისი თანამემამულე ბექიმ ზოგაი და გერმანელი შტეფან ლუპი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი უკრაინელი მიკოლა ბალაკინი იქნება, ვიდეორეფერის ოთახში კი ასევე შვეიცარიელი ფედაი სანი იჯდება, რომელსაც ფრანგები, ვილი დელაიოდი და ჟერომ ბრისარი დაეხმარებიან.

შერერის სამსაჯო კარიერა 2011 წლიდან იწყება, FIFA-ს ლიცენზია კი მას 2015 წელს მიენიჭა. შერერს საქართველოს მატჩი არასდროს უმსაჯია, 2022 წელს კი პორტუგალიისა და თურქეთის შეხვედრაში მეოთხე მსაჯად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115304