14:06 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის კაპიტანი სობოსლაი ვარგას ტრავმაზე საუბრობს: „არ ვიცი, ექიმები სასწრაფოდ რატომ არ გაიქცნენ მოედანზე“

უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველმა და კაპიტანმა დომინიკ სობოსლაიმ შოტლანდიის ნაკრებთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ექიმების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ თამაშის დროს უნგრელი ფეხბურთელი ბარნაბაშ ვარგა შოტლანდიელ მეკარესთან შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა.

„სამედიცინო ჯგუფის ოქმს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ექიმები ხედავენ, რომ რაღაც მოხდა, უნდა იმოქმედონ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ასეთი საკითხების განხილვა, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს. თუ ვინმე გაზონზე წევს და ხედავ, რომ ყველაფერი სერიოზულადაა, მაშინ იმოქმედე! მაშინაც კი, თუ მსაჯმა არ მოგცათ ნება. თუ ცუდი არაფერი მომხდარა, კარგი, დაბრუნდი, არანაირი პრობლემა. მაგრამ ასეთ სიტუაციებში წამები ბევრს წყვეტს“, - ციტირებს სობოსლაის სიტყვებს RMC Sport.

0.112478