13:39 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ ხორვატიასთან მომავალ მატჩზე ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხორვატიასთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ხორვატია არა მხოლოდ დიდი გუნდია, არამედ ძალიან გამოცდილიც. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა გავიგოთ, როდის უნდა დავაჩქაროთ თამაშის ტემპი და როდის დავმშვიდდეთ. ბურთი უნდა გავაკონტროლოთ.

შეცდომა დავუშვი, როცა პირველ და მეორე თამაშებს შორის გარკვეული ცვლილებები არ შევიტანე. ამიტომ ამჯერად ვფიქრობ, სიახლეები იქნება.

ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება, გვჭირდება მეტი ინტენსივობა და გამძლეობა. ვეცდებით ვიყოთ უფრო მტკიცე და არ მივცეთ მათ საშუალება თავისი თამაში მოგვახვიონ თავს. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან მათ ამის მრავალი გზა აქვთ“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური სპალეტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და იტალიის მატჩი დღეს, 24 ივნისს გაიმართება ლაიპციგში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.11006