12:20 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე ტურნირის ანტირეკორდი გაიმეორა

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი შოტლანდიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის უნგრელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამ თამაშში შოტლანდიელებმა მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ოთხი დარტყმა შეასრულეს. ამრიგად, სტივ კლარკის გუნდმა ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში მხოლოდ 17 დარტყმა მოახერხა.

Opta Sports-ის ცნობით, ევრო 2024-ზე შოტლანდიელებმა დარტყმებში ევროპის ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპის ანტირეკორდი გაიმეორეს. ჩრდილოეთ ირლანდიამ ამდენივე დარტყმა შეასრულა 2016 წლის ტურნირზე.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებმა ევროზე გამოსვლა დაასრულა, A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა ერთი ქულით.

0.111568