ფეხბურთი

1:05 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფულკრუგმა გერმანიას პირველი ადგილი მოუტანა, მეორეზე კი შვეიცარია გავიდა

ევრო 2024-ზე A ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და შესაბამისად, ჯგუფიდან გერმანია და შვეიცარია გავიდნენ.

დღის მთავარი მატჩი მასპინძელ გერმანიასა და შვეიცარიას შორის გასამართი დაპირისპირება იყო, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. 28-ე წუთზე ფროილერის პასის შემდეგ, ნდოიემ გახსნა ანგარიში და შვეიცარია დააწინაურა. მეორე ტაიმში შვეიცარიამ ანგარიშის გაზრდაც მოახერხა, თუმცა ეს გოლი მალევე გაუქმდა. გერმანიას მხსნელად ნიკლას ფულკრუგი მოევლინა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში გაათანაბრა და გერმანიის ნაკრებს პირველი ადგილის საგზური მოუპოვა.



ჯგუფის მეორე მატჩი შოტლანდიასა და უნგრეთს შორის მძიმედ წარიმართა და დრამატულად დასრულდა. შედარებით მწირმომენტებიანი მატჩის 68-ე წუთზე შოტლანდიელთა მეკარე ანგუს განსა და უნგრელთა შემტევ, ბარნაბას ვარგას შორის მძიმე შეჯახება მოხდა. მოედანზე სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები შემოვიდნენ და ვარგა საკაცით და ჩამოფარებული ზეწრებით გაიყვანეს. ამ მომენტის გამო შეხვედრას 10 წუთი დაემატა და ზუსტად ბოლო წამზე, ცვლილებაზე შემოსულმა ჩსობოტმა შეძლო და თავისი გოლით უნგრეთს ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა.



შესაბამისად, A ჯგუფიდან გერმანია და შვეიცარია პირველი და მეორე ადგილებით გავიდნენ, უნგრეთს კი 3 ქულა აქვს, მე-3 ადგილზე იმყოფება და სხვა მატჩების შედეგებს დაელოდება იმის გასარკვევად, ეყოფა თუ არა ეს შედეგი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

შვეიცარია 1:1 გერმანია (ნდოიე 25 - ფულკრუგი 90+2)
შოტლანდია 0:1 უნგრეთი (ჩსობოტი - 90+10)

A ჯგუფი
1. გერმანია 3 2 1 0 8/2 7
2. შვეიცარია 3 1 2 0 5/3 5
3. უნგრეთი 3 1 0 2 2/5 3
4. შოტლანდია 3 0 1 2 2/7 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113095