ევრო 2024-ის ბოლო ტურში გასამართ საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებას ცნობილმა საფეხბურთო საიტმა, GOAL-მა სტატია მიუძღვნა:
„კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია ევრო 2024-ზე კვარაცხელიას ოცნება აუსრულოს, თუმცა საქართველოს პორტუგალიის GOAT-თან დაპირისპირების არ ეშინია.
1/8 ფინალში გასასვლელად F ჯგუფში ბრძოლა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ მომდევნო ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა, საქართველოსაც შეუძლია მათთან მოგებით ჯგუფიდან გავიდეს. „ნაპოლის“ ვარსკვლავი კვარაცხელია კი რონალდუსთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. პორტუგალიელთა ლიდერთან შეხვედრა სურს ზურიკო დავითაშვილსაც, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ შეხვედრის არ ეშინია.
არსებობს იმის შანსი, რომ რობერტო მარტინესმა საქართველოსთან მატჩში რონალდუ დაასვენოს, კვარაცხელიას კი იმედი აქვს, რომ თავის კუმირს მოედანზე შეხვდება და მატჩის შემდგომ, მაისურსაც გაუცვლის.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება 26 ივნისს, გელზენკირხენში გაიმართება.